პური შესაძლოა, გაძვირდეს

პური შესაძლოა, გაძვირდეს

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ლარის გაუფასურების გამო პურისა და პურპროდუქტების ფასმა, შესაძლოა, მოიმატოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სილაგავას ვარაუდით, ერთი ტომარა ფქვილი 2 ლარით გაძვირდება.

"ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2,75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული — ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე", - აცხადებს სილაგავა.