ყვარელში, სახლის კედლის ჩანგრევის შედეგად, მუშა დაშავდა

ყვარელში, სახლის კედლის ჩანგრევის შედეგად, მუშა დაშავდა

ყვარელში, ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა და მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სამაშველო ეკიპაჟებმა ამოიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.