„ნანა წადი!“ - ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ნანა კოსტავას ყოფნას აპროტესტებენ

„ნანა წადი!“ - ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ნანა კოსტავას ყოფნას აპროტესტებენ

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას დეპუტატი ნანა კოსტავა ესწრება.

საკრებულოს წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში დღეს პირველად მას შემდეგ მივიდა, რაც მან სიძულვილის ენა გამოიყენა და საზოგადოება დაუპირისპირდა.

სხდომა სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობს.

„ნანა წადი“ – ამ შინაარსის პლაკატით სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნანა კოსტავას ყოფნას აპროტესტებენ.