24 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  გადადგება

24 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგება

ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 24 მაისს თანამდებობას დატოვებს.  ტერეზა მეი გადადგომის შესახებ განცხადებას, 24 მაისს, კომიტეტ 1922-ის ხელმძღვანელ გრემ ბრეიდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

 დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრთა ნაწილს არ მოსწონს ტერეზა მეის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი ბოლო შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლებს ექნებათ შესაძლებლობა ბრექსიტის საკითხზე რეფერენდუმი ხელმეორედ დანიშნონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე სასაუბროდ ტერეზა მეისთან შეხვედრა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავადიმ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯერემი ჰანტმა და შოტლანდიის საკითხების მინისტრმა დევიდ მანდელმა მოითხოვეს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მათთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა