ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

შესაბამისად, ძალაში დარჩა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.