„ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება“ - სააკაშვილი

„ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება“ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. 

„მთელ საქართველოში ხეები რომ გადათხარა და ე.წ. დენდრო-პარკში გადარგო, გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება.

იმ ხალხს მინდა ვუთხრა, რომელიც ამბობს ივანიშვილი და სააკაშვილი ერთიაო. ჩემი მთელი კონცეფცია იყო იმაზე, რომ ქართველებისთვის სიძლიერის, დამოუკიდებლობის და ფეხზე მყარად დგომის განცდა მიგვეცა. ივანიშვილის მთელი კონცეფციაა დამცირება, შევიწროვება, დაჩაგვრა“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.