ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი დოლარს გაყიდის

ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 1-ელ აგვისტოს დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ადასტურებს.

სებ-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკა დადებითია, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია ფასების სტაბილურობას რისკი შეუქმნას. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.