ის რომ პოლიციამ შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული ამისგან დაზღვეული არავინ არ არის -ზურაბ ადეიშვილი

ის რომ პოლიციამ შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული ამისგან დაზღვეული არავინ არ არის -ზურაბ ადეიშვილი

ტელეკომპანია  „რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა  დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გამართული ინტერვიუს სრული ჩანაწერი გაავრცელა.

ადეიშვილი, ყოფილი ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდს აფასებს, საუბრობს შეცდომებსა და მიღწევებზე.

მისი თქმით, პოლიციის მხრიდან გადაცდომებისგან დაზღვეული არცერთი ხელისუფლება არ არის, თუმცა ყოფილი ხელისუფლება სათანადო სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა ამასთან საბრძოლველად.

ბუნებრივია იყო შეცდომები, ძალიან ბევრი, ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთ ჩანს. ბევრი რაღაცა ყველას ერთად, რომ სხვანაერად გაგვეკეთებინა უფრო დიდი შანსი იყო ქვეყნის განვითარების, მაგრამ კონკრეტულ შეცდომების გამო, რომ  რაღაც მოხდა ასე არ ვაფასებ, მოხდა გლობალური კატაკლიზმა რუსული სპეცოპერაცია 2012-ში. ამას დაემატა ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოებისგან და ეს აბსოლუტურად სწორი პროცესი იყო. როდესაც ხდება რეფორმები, რჩება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. როდესაც რეფორმას ატარებს, სახელმწიფო სტრუქტურა რომელიც მანამდე სხვანაერად მოქმედებდა და არ იყო მზად ამისთვის, უშვებს ბევრ შეცდომას, გადაცდომას და შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული. ის რომ პოლიციამ შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული და გადაცდომა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, რომ ამისთვის ებრძოლა“,- განაცხადა ადეიშვილმა.