დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გადამალვა - პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გადამალვა - პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.