ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი და მოქმედი ხუშტურების შემსრულებლები - ჯაფარიძე ადეიშვილის ინტერვიუზე

ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი და მოქმედი ხუშტურების შემსრულებლები - ჯაფარიძე ადეიშვილის ინტერვიუზე

„გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ზურა ადეიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერს:

„ადეიშვილის ინტერვიუს ვუსმინე : ბიძინას ვინმეს დაჭერა რომ მოუნდებოდა, სააკაშვილს ან მერაბიშვილს ეუბნებოდა (მე არ მქონდა კონტაქტიო), ისინი მე მეუბნებოდნენ, დასაჭერი მიზეზი სულ არსებობდა (ტყუილად არ ვიჭერდითო), მე ვიჭერდი და სასამართლოც, რომლის დამოუკიდებლობაზეც არ გვიზრუნია, ბეჭედს გვირტყამდაო

ასე თქვა, მართლა, გადამოწმებადია მარტივად

ჰოდა, რა გამოდის:

1. იმ კაცს თავისი ხუშტურების შემსრულებლები შეუცვლია

2. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი და მოქმედი ხუშტურების შემსრულებლები

3. შედეგად ქვეყანას დედა აღარ ჰყავს“ - წერს ჯაფარიძე.