სოციალურ ქსელებში კონტრ თავდასხმებისთვის ბრიტანეთის  არმიას დანაყოფი ეყოლება

სოციალურ ქსელებში კონტრ თავდასხმებისთვის ბრიტანეთის არმიას დანაყოფი ეყოლება

სოციალურ ქსელებში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, ბრიტანეთის არმიაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნა.

ე.წ. ინფორმაციული ომისთვის მომზადებული დანაყოფის ამოცანა გაერთიანებული სამეფოს მოწინააღმდეგეებზე გავლენის მოხდენაა.

გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ახალი დანაყოფი რეაგირებას მოახდენს სოციალურ ქსელებში განხორციელებულ თავდასხმებზე და საპასუხო თავდასხმას განახორციელებს.

დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენენატ აივან ჯონსის განცხადებით, ახალი დანაყოფი იმოქმედებს რუსეთის მიერ წარმოებული დამაზიანებელი მოქმედებების და ტექნოლოგიურად განვითარებული ტერორისტული ჯგუფების საფრთხის წინააღმდეგ.