ჩემპიონი-პრეზიდენტები: როგორ იქცა უგანდის ჩემპიონი კრივში კაციჭამია პრეზიდენტად

ჩემპიონი-პრეზიდენტები: როგორ იქცა უგანდის ჩემპიონი კრივში კაციჭამია პრეზიდენტად

რუსულ გაზეთ «Труд»-ში გამოქვეყნებული სტატია ეხება იმ პოპულარულ ადამიანებს, რომლებიც სპორტულ საქმიანობას პოლიტიკურზე ცვლიან და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებასაც აღწევენ (ავტორი - გიორგი ნასტენკო).

„წარმატების იმედი აქვს ცნობილ ჩეხ ჰოკეისტს, მეკარე დომინიკ ჰაშეკს, რომელიც 2023 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და სურს მოსახლეობას პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს“, - აღნიშნულია მასალაში, -  იგი დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს“.

„2023 წელი საკმაოდ შორსაა, ამიტომ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ის სპორტსმენები, რომლებმაც სპორტული სარბიელის დატოვების შემდეგ მაღალი სახელმწიფო პოსტები უკვე დაიკავეს, - აგრძელებს ავტორი, - ამის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბეა, რომელიც ქვეყნის ლიდერად 2017 წლის დეკემბერში გამართული საყოველთაო-სახალხო არჩევნების შედეგად ქვეყნის ლიდერი გახდა. ჯორჯ ბეა, ფიფას ვერსიით, 1995 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საინტერესო ფაქტია, რომ იგი იჭირვებდა და საფეხბურთო ჰონორარებს, რომლებსაც ჯერ „პარი სენ-ჟერმენში“, შემდეგ კი „მილანში“ იღებდა, თავისი სამშობლოს ნაკრების ხარჯებს ახმარდა. ძნელია მოსკოვიდან განსაჯო, რამდენად წარმატებული პრეზიდენტი-პოლიტიკოსია ყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამას წინათ ლიბერიაში იყვნენ, ამბობენ, ცხოვრება იქ სასიკეთოდაა შეცვლილი. ჯორჯ ბეამ, რომელმაც ცხოვრების ნახევარი იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში გაატარა, ცდილობს ევროპული ცხოვრების წესები თავის ქვეყანაშიც დანერგოს.

რასაკვირველია, შეიძლება ვინმე რუსმა ჯორჯ ბეას უსაყვედუროს, თუ შენ ასეთი პატრიოტი ხარ, შენი შვილი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში რატომ თამაშობსო, მაგრამ განა მის მიმართ საყვედური გვეთქმის? ჩვენი ქვეყნის მმართველებმაც - გნებავთ იოსებ სტალინმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, იური ანდროპოვმა, მიხეილ გორბაჩოვმა და ბორის ელცინმა - ხომ ვერ აღზარდეს „პატრიოტებად“ თავიანთი შვილები, რომლებიც შემდეგ დასავლეთში წავიდნენ?

სხვათა შორის, „მილანის კიდევ ერთი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერის თანამდებობაზე შრომობს. იგი ჯერ 41 წლისაა და ვინ იცის, შეიძლება კახა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზეც ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, როცა იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაურესებაზე ლაპარაკობს, სხვა ქართველ ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებისაგან განსხვავებით, იშვიათ თავშეკავებულობას და დიპლომატიურობას იჩენს. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ცოტა არ არის.

კიევის მერის თანამდებობას იკავებს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში ვიტალი კლიჩკო. რადგანაც მისი სპორტული პროფესია თავში ძლიერ დარტყმებს უკავშირდებოდა, ალბათ, ამით შეიძლება აიხსნას მისი გარკვეული ენაბლუობა, რაზედაც ენამწარე ბლოგერები დასცინიან. თუმცა მე ჩემს აზრს გეტყვით: ჯერ კიდევ მისი სპორტული კარიერის დროს კიევში ვიტალის რამდენჯერმე შევხვედრივარ და ინტერვიუც ჩამომირთმევია. იგი სრულიად გასაგებად და ნორმალურად ლაპარაკობს იმ კიეველი ან მოსკოველი პოლიტიკოსებისაგან, რომელთა უსაფუძვლო ამბიციები შორს მიდის. მით უმეტეს, რომ ვიტალი კლიჩკო თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, პირდაპირ ეთერშიც კი.

და ბოლოს, კიდევ ერთი შთამაგონებელი მაგალითი: მონღოლეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, 56 წლის ჰალტმაგიინ ბატულგა 20 წლისა იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა სამბოში, გამოდიოდა ძიუდოს ეროვნულ ნაკრებშიც, თანაც სპორტს მხატვრობას უთავსებდა და საკმაოდ კარგ ტალანტს აჩენდა. სხვატა შორის მონღოლეთის პრეზიდენტს ცოლი ეროვნებით რუსი ჰყავს და თვითონ პრეზიდენტიც რუსულ და ინგლისურ ენებზე მშვენივრად საუბრობს

მაგრამ, როგორც ნათქვამია, ოჯახის წევრებში ხშირად მახინჯიც გამოერევა ხოლმე... იმ სპორტსმენთა სიაში, რომლებიც მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოღვაწეები გახდნენე, იდი ამინიც „ჩაეჭედა“, უგანდის ექს-პრეზიდენტი. გაჭირვებული ბავშობის შემდეგ მან უგანდის არმიაში სამსახური რიგითის წოდებით დაიწყო და კრივს მიჰყო ხელი. ბუნებით იდი ამინი საოცარი ძალის პატრონი იყო და რინგზე მეტოქეები სულ ნოკაუტში აგდებდა. იგი იოლად გახდა უგანდის ჩემპიონი კრივში, შემდეგ კი - აფრიკის საუკეთესო მოკრივე. პარალელურად იდი ამინის სამხედრო კარიერაშიც წარმატებას აღწევდა: მიუხედავად იმისა, რომ იგი აბსოლუტურად გაუნათლებელი იყო (წერა-კითხვასაც კი ძლივს ახერხებდა), 38 წლის ასაკში ჯერ უგანდის თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო 42 წლისა, გადატრიალების შედეგად - უგანდის პრეზიდენტი. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში გაღრმავდა კორუფცია, „ბიუჯეტმჭამელობა“ და მასობრივი ტერორი. იდი ამინმა მეზობლებთან უბრალო მიზეზებით ომიც კი დაიწყო და ბოლოს, აშკარა გახდა მისი კაციჭამიაობაც: თავის მოწინააღმდეგეებს იგი კლავდა, წვავდა, ჭამდა და თანამებრძოლებსაც უზიარებდა...“.

წყარო:

http://www.trud.ru/article/02-08-2019/1378679_chempiony-prezidenty_ot_dominatora_do_ljudoeda.html