„ფეხებზე მკიდია კეზერაშვილის პოლიტიკური რეპუტაცია“ - ხაბეიშვილი

„ფეხებზე მკიდია კეზერაშვილის პოლიტიკური რეპუტაცია“ - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილის მიერ, ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს აქვს უფლება გახსნას ტელევიზია

„რას მელაპარაკებით, რა პოლიტიკური რეპუტაცია? უკაცრავად და საერთოდ ფეხებზე მკიდია  მისი პოლიტიკური რეპუტაცია. ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია, იქნება ეს პარტიული, თუ  საკუთარი  აზრის  გამოხატვისთვის. რა მნიშვნელობა აქვს. ნორმალურ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გახსნას ტელევიზია ისეთი, როგორიც მას უნდა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.