აშშ რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას ტოვებს

აშშ რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას ტოვებს

აშშ 2 აგვსტოს ოფიციალურად ტოვებს რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წლის დასაწყისში აშშ-მ და ნატომ რუსეთი ახალი ტიპის საკრუიზო რაკეტების განლაგების გამო ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით ფაქტი უარყო ოფიციალურმა მოსკოვმა. ხელშეკრულება მხარეებს 500-დან 5000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტებით შეიარაღებას უკრძალავს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლა თებერვალში დაანონსა. თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებდა ხელშეკრულების დარღვევას, შეთანხმებაში დარჩენის ბოლო ვადად ტრამპმა სწორედ 2 აგვისტო განსაზღვრა.

აღნიშნული ბირთვული ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა. მასზე ხელს აწერენ აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი.