„საწყენია, რომ ფორმულა კრეატივი ვერ შევინარჩუნე“ - ნიკა გვარამია

„საწყენია, რომ ფორმულა კრეატივი ვერ შევინარჩუნე“ - ნიკა გვარამია

"ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი", - ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ დავით კეზერაშვილისა და ფორმულა კრეატივის მიერ ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

გვარამია ამბობს, რომ ფორმულა კრეატივი ძვირი პროდუქტია, რასაც ის ვერ გაწვდებოდა და მისი შეფასებით, ფინანსური თვალსაზრით, ფორმულა კრეატივმა სწორი არჩევანი გააკეთა.

"გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ... მე არ მაქვს ამდენი ფული და არც მექნება პირველ ეტაპზე. ეს ძალიან ძვირი პროდუქტია, რომელსაც რუსთავი 2-იც კი ძლივს წვდებოდა. ამის შენახვა ჩვენთვის წარმოუდგენელია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ თავისი კომპანია და საკუთარი პროდუქცია უნდა გადაერჩინათ და სწორი არჩევანი გააკეთეს. ჩემთვის საწყენია, ადამიანურად, მათგან კიარა, მე ვერ შევძელი უზრუნველყოფა და ეს საწყენია", - თქვა გვარამიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზეზით ფორმულა კრეატივის გუნდთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

გუშინ, პირველ აგვისტოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.