პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.

ვახტანგ გომელაურს საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან