ტრამპი ბირთვული შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან და ჩინეთთან აპირებს

ტრამპი ბირთვული შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან და ჩინეთთან აპირებს

დონალდ ტრამპს ბირთვული შეთანხმების გაფორმება რუსეთთან და ჩინეთთან სურს. ამის შესახებ ინფორმაციასროიტერიავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს ესაუბრა. მოსკოვმა და პეკინმა კი შეთანხმებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად 2 აგვისტოს დატოვა. ამას თან ახლდა ექვსთვიანი ვადა, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვს დოკუმენტის პირობების შესასრულებლად მისცა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ში მიჩნევენ, რომ მოსკოვი ხელშეკრულების პირობებს არღვევს.