უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში, ოდესაში სამართალდამცავებმა საქართველოს 35 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელზეც 2011 წლიდან საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. მათივე ცნობით, დანაშაული თბილისში, 2005 წელს იქნა ჩადენილი და საქართველოში მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი 10 წელი და 6 თვე.

ძებნილი ოდესაში ყალბი პასპორტით იმალებოდა, ის 40 დღით დააკავეს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე.