გონიოში მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ის ზღვაში შევიდა.

მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ზღვაზე დამსვენებლები გააფრთხილა, რომ ზღვაზე აღმართულია წითელი ალმები და ზღვაში შესვლა შტორმის გამო აკრძალულია.