საარჩევნო ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას - ოხანაშვილი

საარჩევნო ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას - ოხანაშვილი

“საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აფასებს და ამბობს, რომ ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას ნიშნავს. 

"მმართველმა გუნდმა გადადგა გაბედული ნაბიჯი, რათა შემოვიტანოთ სამართლიანი თამაშის წესები და მივცეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში გავუწიოთ ერთმანეთს კონკურენცია. ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას - იმ უპირატესობებზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პირობებში გვაქვს," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.