თურქეთში, “სულიერ წინამძღოლთა“  მოსამზადებელ სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

თურქეთში, “სულიერ წინამძღოლთა“ მოსამზადებელ სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

      თურქეთის განათლების სამინისტრომ ერთი შეხედვით მოულოდნელი და გარკვეულწილად  უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა,რომ ეს სახელმწიფო იმამ-ხატიბთა (სულიერი წინამძღოლი)  სკოლებში  ჩინური ენის სწავლების კურსის შემოღებას აპირებს, ანალოგიურად, ჩინურ ენას სავალდებულო წესით დაეუფლებიან საღამოს სკოლათა მსმენელები,რომლებიც რელიგიურ პროგრამას გადიან.

 თურქეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებამ მომავალ იმამებს იმ ქვეყნის ენა შეასწავლოს, სადაც მილიონზე მეტი თურქულენოვანი მუსლიმი, არსებითად საკონცენტრაციო ბანაკშია გამომწყვდეული და მათ  ძალდატანებით აიძულებენ ისლამური რელიგიური პრაქტიკისგან გადაჩვევას ,უიგურთა საზოგადოების გაკვირვება და ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

 როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინცზიან-უიგურთა ავტონომიურ რაიონში ჩინური ენის გაკვეთილები მუსულმანთათვის ეკლიანი მავთულხლართებით გარშემორტყმულ დაწესებულებებში ძალდატანებით ტარდება.

 როგორც ჩანს,თურქეთის ხელისუფლება საკმაოდ კარგად აცნობიერებს თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთის სულ უფრო მზარდ როლსა და ფუნქციას,რაც მას უბიძგებს, თუგინდ უიგურთა უკმაყოფილების მიუხედავად, მომავალი რელიგიური მოღვაწეები,ქვეყნის სულიერი ლიდერები დააუფლოს ჩინურ ენას,მისი ტრადიციების,კულტურისა და წესჩვეულებების უკეთ შესამეცნებლად.

პუბლიკაციაჩინური საფრთხისმასალაზე დაყრდნობით მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა.