პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა მნიშვნელოვანი მონაპოვარია - ვახუშტი მენაბდე

პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა მნიშვნელოვანი მონაპოვარია - ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა მნიშვნელოვანი მონაპოვარია და კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის

„მე ვგულისხმობ, პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ძალიან კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის. ამიტომ, ჩვენი მოტივაციაა, ამ კარგ საფუძველზე დავაშენოთ სხვა კარგი შენობა. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ აღნიშნულ ფორმატში, რომ ხარვეზები, რომელსაც ვხედავთ, გავაცნოთ სხვა მონაწილეებს. მაგალითად, მიგვაჩნია, რომ უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის პარლამენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება, უმრავლესობა არ იქნება მყარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სქესთა კვოტირებას, ეს ნიშნავს, რომ ქალებს უნდა მიეცეთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის ინსტიტუციური გარანტიები და იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს საარჩევნო სიაში“, – განაცხადა მენაბდემ.