არის რისკი რომ ვერ ჩამოყალიბდეს სტაბილური მთავრობა - ირაკლი კობახიძე

არის რისკი რომ ვერ ჩამოყალიბდეს სტაბილური მთავრობა - ირაკლი კობახიძე

„არის რისკი რომ ვერ ჩამოყალიბდეს სტაბილური მთავრობა" , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში არსებულ ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი ბარიერი იქნება. 

„გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტიტუციაში ასახული არის 5%-იანი ბარიერი. მომავალში ბარიერი აუცილებლად უნდა დარჩეს. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ეს არის ერთჯერადი რეგულაცია, რომელიც აისახება კონსტიტუციურ კანონში.  არის რისკი რომ ვერ ჩამოყალიბდეს სტაბილური მთავრობა. ეს არის საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების გამოწვევა, ყველფერი უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ხელი შევუწყოთ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას,“- განაცხადა კობახიძემ.