ტრამპი მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს

ტრამპი მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს

აშშ-მ სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა შემოიღოს დამნაშავეებისთვის, რომლებმაც მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მე ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, შემოგვთავაზოს კანონი, რომელიც იმის გარანტი იქნება, რომ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს სიძულვილისა და მასობრივი მკვლელობების ნიადაგზე სჩადიან, სიკვდილით დასჯიან“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. 

მისივე განმარტებით, სასჯელის უმაღლეს ზომას მოკლე დროში, მრავალწლიანი გადავადების გარეშე გამოიყენებენ. ტრამპის თქმით, ამერიკელების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი ზომებია მისაღები.