რიზეში საქართველოს მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

რიზეში საქართველოს მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

თურქული გაზეთის «Star»-ის ცნობით, რიზეს პროვინციაში, არდაშენის რაიონში, საქართველოს მოქალაქე - 26 წლის ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო. ეს ცნობა გაზეთის ვებ-გვერდზე დღეს, 6 ივლისს გამოქვეყნდა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ლაშა მალანია აღელვებულ ზღვაში შევიდა და ტაღღებს ვეღარ გაუმკლავდა. მათ ეს ფაქტი ადგილობრივ პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს შეატყობინეს.

უბედური შემთხვევის ადგილზე მისული რიზეს სასწრაფო დახმარების („112“) სამსახურისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლები ლაშა მალანიას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დილით დაღუპულის გვამი ზღვამ გამორიყა.

ლაშა მალანიას ცხედარი ქაჩქარის სახელმწიფო ჰოსპიტალში (რიზე) გადაასვენეს და ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცემა.

 

https://www.star.com.tr/guncel/rizede-denize-dusen-gurcistan-uyruklu-kisi-boguldu-haber-1472134/