ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდება

ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სოჭში გაიმართება.

„მოლაპარაკებების დროს იგეგმება მიმდინარე სიტუაციის და ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განხილვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.