ქურთთა საკითხი - თანამედროვე მსოფლიოს საჯილდაო ქვა

ქურთთა საკითხი - თანამედროვე მსოფლიოს საჯილდაო ქვა

ქურთთა ეთნოგენეზისზე ერთიანისაყოველთაოდ აღიარებული პოზიცია არ არსებობსზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისინი სკვითურ-მიდიური წარმომავლობის ხალხად მიიჩნევაანტიკური წყაროების ნაწილის მოსაზრებითთანამედროვე ქურთები ჩრდილო მესოპოტამიის და ირანის ფლატეზე ოდიდგანვე მოსახლე კურტიებისგან წარმოიშვნენქურთიები სომხეთის მთიანეთშიც სახლობდნენეს ტომი მესაქონლეობასთან ერთად ყაჩაღობასაც მისდევდა და სარჩოს ამგვარად შოულობდაქურთული ენა (მისი დიალექტები) ირანულის მონათესავედ ითვლება.

ქურთები მრავალრიცხვოვან და ხშირ შემთხვევაში სიჭრელით გამორჩეულ ტომობრივ გაერთიანებათა ერთობლიობას წარმოადგენენ. ტომობრივი კუთვნილება დღემდე მეტად მნიშვნელოვანია ქურთულ საზოგადოებაში.

გენეტიკური ანალიზის თანახმადქურთები მჭიდროდ უკავშირდებიან აზერბაიჯანელებსსომხებსქართველებსა და ებრაელებს.

ამჟამად ქურთთა საერთო რაოდენობა 40 მილიონ ადამიანს აღემატებაქურთებით დასახლებულ ყველაზე დიდ მასივს წარმოადგენს ვანის ტბის მიდამოები, თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილშიირანის ტერიტორიაზე ისინი ყველაზე კომპაქტურად ჩრდილოეთ ხორასანში ცხოვრობენთუმცა მთელი ირანის მასშტაბითაც არიან მიმობნეულიერაყის ქურთისტანის ავტონომიაში შედის ქურთთა ეთნიკური ტერიტორიის მხოლოდ ერთი ნაწილისირიაშიმილიონამდე ქურთი სახლობსრომლებიც უპირატესად ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არიან დასახლებულები.

ქურთთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმები არიან, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი შიიზმის მიმდევარია, ისინი ერთ-ერთ შიიტურ მიმდინარეობას, ალავიტებს შორისაც გვხვდებიან. ამასთანავე არსებობენ ქრისტიანი და იუდეველი ქურთებიც. რამოდენიმე ათასი ქურთი ბახაიზმსაც აღიარებს.

მთლიანობაში 40 მილიონიანი ქურთი ერი (ამ რაოდენობის ერთა შორის) ალბათ ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ეროვნული სახელმწიფო არ გააჩნია. თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში  კომპაქტურად მცხოვრები ქურთები, რომლებიც ხსენებულ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ცხოვრობენ, საკმაოდ შეზღუდული ავტონომიური უფლებებით სარგებლობენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამო არცთუ იშვიათად ხდებიან რეპრესიების  მსხვერპლნი და დევნა-შევიწროვებას განიცდიან.

მეორე მხრივ, გეოგრაფიული გაბნეულობა ნეგატიურად აისახება ქურთთა ერთიანობაზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისუუნაროს  ხდის მათ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ზემოხსენებულ სახელმწიფოთა ცენტრალურ ხელისუფლებებთან. არცთუ იშვიათად, ქურთთა მისწრაფებას დამოუკიდებელი  სახელმწიფოს შესაქმნელად, სათავისოდ იყენებენ სხვა უფრო მძლავრი ძალები, როგორც ძალაუფლების მოპოვების გზაზე, ასევე რეგიონთაშორისი კონფლიქტებისას.

თურქეთში, ქურთული კოზირის გათამაშებას საკმაო წარმატებით ახერხებდა ყოფილი საბჭოთა კავშირი, რომლის დაფინანსებით და წაქეზებით ფუნქციონირებდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხული ე.წ. „ქურთისტანის მუშათა პარტია“. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ქმპ-ის გავლენამ იკლო და თურქეთის მთავრობამ 2009 წლიდან შესაძლებლად მიიჩნია ტელეგადაცემების ქურთულ ენაზე მაუწყებლობა.

თურქეთის შემდგომ ევროინტეგრაციას შეუძლებლად მიიჩნევენ ქურთთათვის ფართო ავტონომიის მინიჭების გარეშე.

ქურთთა საკითხი საკმაოდ გამწვავდა ერაყსა და სირიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომების მსვლელობისას, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად მათ გამოყენებას შეეცადნენ ამერიკელები. ქურთების თემა სიმწვავეს სძენს თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაც ბოლო დროს ისედაც სერიოზულ კრიზისს განიცდის.

ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე პირობებში, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით მოხერხდეს ქურთთა საკითხის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტა. როგორც ჩანს ეს პრობლემა კიდევ კარგა ხანს დარჩება იმ საჯილდაო ქვად, რის გამოყენებასაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდებიან მძლავრი სახელმწიფოები, რომლებსაც ჩირადაც არ უღირთ არც ქურთული სახელმწიფოს არსებობა და არც ამ ერის მიერ სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად დაღვრილი სისხლი.

 

სტატია მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა