„საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“ - ანატოლი ბიბილოვი

„საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“ - ანატოლი ბიბილოვი

საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ქართული მხარე ოსი ხალხის გენოციდს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ასეთი სიმამაცის გამოჩენა ქართველ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ":

„დღეს ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, რადგანაც თუ ქართული მხარე გენოციდს არ აღიარებს, არ შეიძლება რამე სახის ურთიერთობაზე საუბარი. ამისთვის მათ უნდა მოაწერონ ხელი ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმს და აღიარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს ასეთი პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური სიმამაცის გამოჩენა არ შეუძლიათ. დღევანდელ საქართველოს ამერიკა მართავს. სანამ ამერიკული ჰეგემონია გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით იქნებიან დაინტერესებულნი, ვერანაირი ურთიერთობა მათთან ვერ გვექნება. ერთადერთი ურთიერთობა, რომელიც სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთაშორისო დონეზე აქვს, ჟენევის დისკუსიებია“, - აღნიშნა ბიბილოვმა.