„რაო, საყვარლებო, აგვისტოში გინდათ ყველაფერი გაწმინდოთ, რომ კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს?“

„რაო, საყვარლებო, აგვისტოში გინდათ ყველაფერი გაწმინდოთ, რომ კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს?“

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოიცალეს ბიჭებმა. რაო, საყვარლებო, აგვისტოში გინდათ ყველაფერი გაწმინდოთ, რომ კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს? არ გამოვა ეგ ამბავი", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მას თიბისის საქმეზე გამოკითხავენ.