„ეს არის ძალიან საფრთხისშემცველი“ - ეკა ბესელია

„ეს არის ძალიან საფრთხისშემცველი“ - ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა და ხელისუფლებას კეთილგონიერების გამოჩენა ურჩია.

"მე არ შევხედავდი ამ თემას სერიოზულად იმის გათვალისწინებით, რომ მეტისმეტად არასერიოზულად გამოიყურება ფულის გათეთრების სახელითს ცნობილი საქმე, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს ხანდაზმულობის და კომპეტენციის თვალსაზრისით, რომ არა თავად ის სტატუსი, რომელშიც იკითხება, რომ გარკვეულწილად ეს ინტერესი შესაძლოა მიემართებოდეს ტელევიზიისკენ. ეს არის ძალიან საფრთიხსშემცველი და მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას, შორს წავიდეს ეს უგუნურება და შორს წავიდნენ ასეთი სახიფათო ექსპერიმეტების ჩატარებით, რომ ტოტალური კონტროლის განცდა გაჩნდეს. ამიტომ კეთილგონიერებისკენ მოვუწოდებდი ხელისუფლებას"- განაცხადა ეკა ბესელიამ.