ბოლო მომენტში  ბედის ანაბარა მიატოვეს გმირი ბიჭები, არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის უგუნური ქმედებები - ლევან ნიკოლეიშვილი

ბოლო მომენტში ბედის ანაბარა მიატოვეს გმირი ბიჭები, არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის უგუნური ქმედებები - ლევან ნიკოლეიშვილი

ძალიან ძნელი დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა,  მიუხედავად ყველას გაფრთხილებისა, მარტო აშშ- მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისი გაფრთხილება რათ ღირს,ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილიფეისბუქისგვერდზე წერს.

მისი თქმით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმ ომის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინ გადახდა – „ვინ იყო მართლაც გმირი და ვინ მსხვერპლი, ვინ არის დამნაშავე, ლაჩარი და ვინ უგუნური“.

არავის ეპარება ეჭვი იმაში თუ ვინ დაიწყო ომი, ცხადია რუსეთმა და არა 11 წლის უკან, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის უგუნური და პროვოკაციული ქმედებები, რომელიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა. დღეს ამაზე საუბარს ყველა ერიდება, „ნაცებმარუსეთუმება არ დაგვაბრალოსო. არა და სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას. ამ ომმა საქართველოში რამდენიმე ძირითადი მოქმედი პირი წარმოაჩინა: გმირულად მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები, გმირულად დაღუპული ჩვენი ულამაზესი გოგო-ბიჭები, მსხვერპლად შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა, ლაჩარი, თავის ხალხისა და ჯარის მოღალატე ხელისუფლება, უპატრონო ცხედრები გაიხსენეთ, რომ არა საპატრიარქოსა და სამღდველოების ძალისხმევა როგორ იყვნენ მიტოვებულები. ამ დროს რუსთაველზე ხელისუფლება სავარაუდოდ თავის გადარჩენას ზეიმობდა, აღნიშნეს კიდევამოვისნთქეთო“. ოპოზიციამაც მორატორუმი გამოუცხადა, ამოისუნთქავდნენ, აბა რა. მანამდე რატომ არ გამოიყენეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა თუ ბერკეტი, გაერო თუ პარტნიორი ქვეყნები? ალბათ იმიტომ, რომ თავისი ტრიბუნა და დროშები ჰქონდათ გამზადებული ცხინვალში გასამართი მიტინგისთვის. რატომ ერეოდნენ სამხედროების საქმეში და ყოველწუთიერად ცვლიდნენ გეგმებს, ბოლო მომენტში კი ბედის ანაბარა მიატოვეს მართლაც გმირი ბიჭები. რატომ იყო რომ შსს- მაშინდელმა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ სიხარულით გვამცნო, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო. ორჭოსანი და დანარჩენი საქართველო არაფერში არ ენაღვლებოდათ. მთავარი იყო მათ კაბინეტებსა და თანამდებობებს არ გაჩენოდათ საფრთხე. ვინ არის იმ მილიონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე და ქონებაზე პასუხისმგებელი, რომელიც ლანგარზე ალაფის სახით დაუტოვეს რუსეთის ჯარს. საქართველოს ტერიტორიის 20 % ქვაღორღი უწოდეს მოგვიანებით. დღეს კი ანტისაოკუპავიო დროშის ფრიალს ბედავენ. ძნელია, ძალიან ძნელი დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა, ვინც მიუხედავად ყველას გაფრთხილებისა ( მარტო აშშ- მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისი გაფრთხილება რათ ღირს!). ძნელია დაიჯერო იმ ხალხის, როცა ბიჭების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული, რუსთაველზე საკუთარი თავის გადარჩენას რომ ზეიმობდა. ძნელია დაიჯერო იმ ხალხის, რომელმაც გაყვანილი რუსული ბაზების მაგივრად ისევ, ოღონდ ამჯერად რუსეთის ჯარები სხვა რაკურსით შემოიყვანა. დიახაც, საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმ ომის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინ გადახდავინ იყო მართლაც გმირი და ვინ მსხვერპლი, ვინ არის დამნაშავე, ლაჩარი და ვინ უგუნური“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.