მე მას სასწრაფოდ დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან - ზელენსკი

მე მას სასწრაფოდ დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ზელენსკი პუტინს  მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც 6 აგვისტოს აღმოსავლეთ უკრაინაში ოთხი  უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მოწინააღმდეგის პოზიციიდან ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად.

მე მას სასწრაფოდ დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან. ძალიან გთხოვთ, მოახდინოთ გავლენა იქითა მხარეზე, რათა შეწყვიტონ ჩვენი ხალხის მკვლელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა ასევე, რომ პუტინს ესაუბრა სტანიცა ლუგანსკის დანგრეული ხიდის გარშემო ტერიტორიის განაღმვასა და ხიდის მშენებლობაზე და ასევე ყველა ტყვის გათავისუფლებაზე.

უკრაინის პრეზიდენტი 7 აგვისტოს, როგორც თავად განაცხადა, მიფრინავს თურქეთში, საიდანაც კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამას გარდა ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს საუბარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, რათა მოილაპარაკოს სასწრაფო შეხვედრის გამართვაზენორმანდიულ ფორმატში“.