სიღნაღში, მამაკაცის ცხედრის  ნაწილები იპოვეს

სიღნაღში, მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს

სიღნაღის რაიონში, ტყეში მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის გივი ჭაბაშვილია, რომელსაც ოჯახი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა. მისი ცხედრის ერთი ნაწილი და ტანსაცმელი ტყის მასივში იპოვეს, ცხედრის გარკვეული ფრაგმენტების მოძებნა, ვერ მოხერხდა. ახლობლების ვარაუდით, შესაძლოა მოხუცი ტყეში მგლებმა დაგლიჯეს. ცხედარი ოჯახის წევრებმა ფეხსაცმლით ამოიცნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები იქნა ნანახი. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ამ ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვებით, საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ნივთები უნდა ეკუთვნოდეს მიმდინარე წლის ივნისში ამავე სოფლიდან გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს. ნაპოვნ ძვლის ფრაგმენტებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, - განაცხადეს  შსს-ში.

წყარო: “პრაიმტაიმი”