სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, მიუხედავად საქართველოს მცდელობებისა - ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, მიუხედავად საქართველოს მცდელობებისა - ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთი მუშაობს ბევრ ქვეყანასთან მათგან დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად, მიუხედავად საქართველოს მცდელობებისა დაბლოკოს ეს პროცესი“, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

ინფორმაცია სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.

„თუ რომელიმე სახელმწიფოს დავასახელებთ, რომელთანაც სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით ვმუშაობთ, საქართველო მაშინვე გზავნის იქ თავის წარმომადგენლებს, საპროტესტო ნოტებს გადასცემს და ამ პროცესს ყველანაირად ბლოკავს. მაგრამ სამხრეთ ოსეთის აღიარება - შეუქცევადი პროცესია. ხოლო იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც მიმდინარეობს მუშაობა, საკმაოდ დიდია“, - აცხადებს ბიბილოვი.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ამ პროცესში რუსეთის აქტიურად არის ჩართული.

„ჩვენ მალე დავინახავთ ქვეყნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებენ“, - განაცხადა  ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-თან საუბარში.