ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალში წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალში წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსის“ წყვილთა ტურნირს გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან ერთად ბრიტანელი და ამერიკელი ჩოგბურთელებისგან შემდგარი დუეტის წინააღმდეგ ითამაშა.

კაილ ედმუნდმა და ტეილორ ფრიტცმა საათსა და ექვს წუთში ანგარიშით 6:3, 6:4 მოიგეს.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ მონრეალის ტურნირის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა სამ სეტში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 მოუგო. 

მონრეალის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე ჩოგანს გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.