ზურაბიშვილს არც ინტელექტი, არც განათლება და არც თავშეკავება აქვს

ზურაბიშვილს არც ინტელექტი, არც განათლება და არც თავშეკავება აქვს

"რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები ძალიან აღელვებს ვინმეს საქართველოში, მოგატყუებთ და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს მისი განცხადებები ვინმეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც განათლება და არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია. უბედურება ის არის, რომ უსულო საგანი შეიტანა საპრეზიდენტო ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გაცილებით უფრო მეტი წელიწადი, ვიდრე წარმოგვიდგენია, მოგვიწევს ამ უსულო საგნის განცხადებებზე პასუხისმგებლობის ატანა. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებს არავითარი გეგმა არ აქვს სამხედრო ბაზის გახსნაზე და რა საჭიროა ამ თემაზე გაუაზრებელი, ყოვლად უგუნური განცხადებების გაკეთება, ძნელი წარმოსადგენია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ