აგვისტოს ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი კედელზე დახატეს

აგვისტოს ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი კედელზე დახატეს

გორის ცენტრალურ ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე აგვისტოს ომის გმირის, სოფიო მურადოვის გამოსახულება დახატეს. კედლის მხატვრობა, გორის მე-9 სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი შერმადინმა შეასრულა.

სოფიო მურადოვი აგვისტოს ომის დროს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვერხვების დასახლებაში ჩამოვარდნილი ბომბის დროს სასწაულებრივად გადარჩა. მისი მდგომარეობა აგვისტოს ომის სახედ იქცა.

ნინი შერმადინმა კედელზე სწორედ ეს მომენტი გააცოცხლა მშვიდობის მტრედთან და საქართველოს დროშასთან  ერთად.

გიორგი აბდალაძის ფოტო