ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალმაზბეკ ატამბაევის სახლში სპეცრაზმი მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იქ ექს პრეზიდენტის მომხრეებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც სპერაზმელებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ მათ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს: ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანს 2011-2017 წლებში მართავდა.