კანონის უზენაესობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია

კანონის უზენაესობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია

კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობას და სამართლებრივი სახელმწიფოს რეალურად მშენებლობის ხარისხს.

კანონის უზენაესობის ინდექსის განსაზღვრა ყოველწლიურად ხდება 8 ძირითადი მაჩვენებლის შეჯამების საფუძველზე: სახელისუფლო ინსტიტუტების უფლებამოსილებათა შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, სახელმწიფოს გახსნილობა, მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ძირითად უფლებათა დაცვა, სამართლის რეგულატიური გამოყენება, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

მართალია საქართველოში კანონის უზენაესობას ბევრი მომდურავი და კრიტიკოსი ჰყავს და რეალურადაც ამ რეიტინგში 41-ე ადგილი მთლად სახარბიელო შედეგად ვერ ჩაითვლება, თუმცა პოსტტოტალიტარული ახალი დემოკრატიისთვის მაინც მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ამ ინდექსით მხოლოდ 88-ე ადგილზეა, საქართველოს შედეგი არცთუ ისე მოკრძალებულად შეიძლება მოგვეჩვენოს. უნდა ითქვას, რომ ევროინტეგრაციის კურსით მიმავალი უკრაინაც 77-ე ადგილზეა. ის რეიტინგში ყაზახეთს და ბელურუსსაც კი ჩამორჩება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში აშკარა ლიდერის პოზიცია უკავია ესტონეთს, რომელიც კანონის უზენაესონის რეიტინგიში მეათე ადგილზე იმყოფება.

ტრადიციული დემოკრატიების ქვეყნები, როგორებიც არიან - დანია, ნორვეგია და ფინეთი, ამ მნიშვნელოვან რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ.

 

პორნსტატის მასალაზე დაყრდნობით მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა