მიწისძვრა თურქეთში - არიან დაშავებულები

მიწისძვრა თურქეთში - არიან დაშავებულები

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 

სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნეს ანტალიის, მუგლას, ისპატასა და ბურდურში.