ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე წააგო. ქართველი გერმანელ მეტოქესთან - ალექსანდრ ზვერევთან მატჩში დამარცხდა. 

საბოლოოდ, ისევე, როგორც ჰამბურგის ნახევარფინალში, ამჯერადაც, ამ ჩოგბურთელთა მატჩის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა.

მე-13 გეიმის მიმდინარეობაც თითქმის ზუსტად მეორდებოდა: ჯერ მინიბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, შემდეგ ზვერევმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და 4:2 დაწინაურდა. ამას ნიკას კიდევ ერთი მინიბრეიკი მოჰყვა და სიტუაცია გათანაბრდა. 5:5-ზე ზვერევმა პირველი მატჩბოლი გამოიმუშავა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. 7:5, 5:7, 7:6(5) – მორიგი მარათონი, რომელიც ორ საათსა და 48 წუთს გაგრძელდა, ამჯერად ზვერევმა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.