ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გიუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც გულისხმობს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.