საოკუპაციო ძალის მხრიდან, დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა

საოკუპაციო ძალის მხრიდან, დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა

„გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა გომელაურმა.