სომხეთის ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა

სომხეთის ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის დაახლოებით ორასამდე მომხრემ 9 აგვისტოს, ქვეყნის ომბუდსმენის ოფისის წინ საპროტესტო აქცია  გამართა. დემონსტრანტები, რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის დაუყოვნებლად გათავისუფლებას ითხოვენ. კოჩარიანი პატიმრობაში იმყოფება 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პრეზიდენტი კოჩარიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უკანონოდ იმყოფება საპყრობილეში. ობუდსმენმა არმან ტატოიანმა უნდა გამოაცხადოს კოჩარიანმა პოლიტპატიმრად და დაიცვას მისი უფლება. პრეზიდენტი კოჩარიანი დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის დეპუტატმა გაგიკ ბაღდასარიანმა.

18 მაისს ერევნელმა მოსამართლემ დავიდ გრიგორიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალათ კოჩარიანისათვის პატიმრობა ყარაბახის ლიდერების ბაკო სააკიანისა და არკადი გუკასიანის პირადი შუამდგომლობის საფუძველზე. ამის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 25 ივნისს გამოიტანა დადგენილება, ექსპრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების შესახებ.