ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ  ბრალის დადგენილება დახია

ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ ბრალის დადგენილება დახია

"ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი! დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელსაც სახელისა და ღირსების შელახვისთვის. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც, ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში მაინც გულუაშვილი მოხვდება“, - განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმარუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

მისი სიტყვებით, ყველაფერი გაკეთდა მისი სახელისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით. რაც შეეხება წაყენებულ ბრალს, ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ბრალი ესება კონტრაქტის დადებას:

ერთგვერდიანი ბრალია, თუ რატომ დადო დირექტორმა კონტრაქტი, ეს არის სამარცხვინო. მე ამას არ წავიკითხავ“, - თქვა ნიკა გვარამიამ და ბრალის დადგენილება პროკურატურის წინ, პირდაპირ ეთერში დახია.

ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი გადაურჩეს ციხეს, მაგრამ ყველა, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ, ციხეში ჩასხდებიან.

არ ვაპატიებთ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას და მე ვლაპარაკობ ქართველი მოდასავლეთე პატრიოტების სახელით. უზურპატორი უნდა წავიდეს და ის აუცილებალდ წავა... ... სვავის გასაგდებად მივიღებ მონაწილეობას და თუ გინდა კომბალს დავიჭერ და თუ გინდა საარჩევნო მანდატს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა საქართველოს სსკ-ის 220- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".