"ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა

"ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს. აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა