საუბარი შეეხო  სასამართლო რეფორმას, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა,გაძლიერდეს ქვეყნის  უსაფრთხოება

საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა,გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოება

„ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის დგას ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ ამ ბოლო პერიოდშიც და კონკრეტულად ამ შეხვედრაზეც განსაკუთრებული ინტერესი ჩვენი პარტნიორების მხრიდან შიდა დემოკრატიის საკითხების მიმართ იყო. ძალიან ბევრი კითხვა იყო მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, ასევე, საარჩევნო რეფორმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, როგორ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ისე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იქნას ერთდროულად სტაბილურობაც, დემოკრატიაც და ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს. ასე რომ, შიდა დემოკრატიის თემები არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს დღეს ყველაზე მეტად აღელვებთ შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. ეს არის ის, სადაც საქართველო ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან ეროზიასა და უკუსვლას განიცდის. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ისაა, რომ გავაგებინოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, საქართველოს განვითარება გაგრძელდეს, მათ შორის თავისუფალი არჩევნებისა და ამ გზით ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ