„ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად“ - სააკაშვილი ზურაბიშვილზე

„ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად“ - სააკაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილის იმ პოსტს ეხმაურება, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილს ისტორიის დამახინჯებასა და საქართველოს მოკავშირე ერებისა და ლიდერების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს. მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად უნდა გამოეტანა აზრი ჩემი ინტერვიუდან.

და კიდევ, ეს ის დედაკაცია, რომელიც მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“, - წერს სააკაშვილი.