რეჯეფ ერდოღანის მრავალი სახე - არის თუ არა თურქეთის მთავრობა რუსეთის საიმედო პარტნიორი?

რეჯეფ ერდოღანის მრავალი სახე - არის თუ არა თურქეთის მთავრობა რუსეთის საიმედო პარტნიორი?

სტატიაში გაანალიზებულია თურქეთისა და რუსეთის  დღევანდელი ურთიერთობის ასპექტები და ტენდენციები, ყურადღება გამახვილებულია ანკარისა და მოსკოვის პოზიციების განსხვავებაზე რეგიონული პრობელემების მიმართ. პუბლიკაციაში პასუხი აქვს გაცემული კითხვას, რომელიც ბევრისთვის საინტერესოა: რამდენად საიმედო პარტნიორია თურქეთი რუსეთისათვის? (ავტორი - სტანისლავ ივანოვი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„რუსეთის ხელისუფლებისადმი რეჯეფ ერდოღანის გარეგნული ლოიალობისა და გარკვეული ლაქუცის (რაკეტების შესყიდვა, თანხმობა გაზსადენისა და აეს-ის მშენებლობაზე)  მიუხედავად, დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება რუსეთთან დამოკიდებულებაში, როგორც ამბობენ ხოლმე, „ბარიკადების მეორე მხარეს“ რჩება სირიისა და სხვა რეგიონულ კონფლიქტებთან მიმართებით. რასაკვირველია, ეს წინააღმდეგობა განსაკუთრებით სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დაკავშირებით გამოიხატება, სადაც ანკარა, ადგილობრივი შეიარაღებული ოპოზიციისა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების ხელით, ბაშარ ასადის მთავრობასა და რუსეთს ებრძვის.

თურქეთს ოკუპირებული აქვს სირიის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ანკარამ ორიოდე წლის წინ ორი სამხედრო-სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა („ევფრატის ფარი“ და „ზეთისხილის რტო“), თანაც თურქეთის ჯარების შეტევის ობიექტი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები კი არ იყო, არამედ ქურთი მოლაშქრეები და აფრინის ადმინისტრაციული რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თურქეთი ბაშარ ასადის მოწნააღმდეგე ოპოზიციონერებისაგან ადგილობერივ ხელისუფლეის ორგანოებს ქმნის, ასევე პოლიციას და სპეცსამსახურებს. იქვე ყალიბდება ე.წ. „სირიის არმია“ - კვლავ ბაშარ ასადის წინააღმდეგ. რეჯეფ ერდოღანი ორმაგ თამაშს ეწევა - მისი მიზანია არა მხოლოდ რადიკალურ ისლამისტთა შენარჩუნება, არამედ დამასკოში, სირიის დღევანდელი მთავრობის ნაცვლად, პროთურქული არაბულ-სუნიტური ხელისუფლების მოსვლა. რეჯეფ ერდოღანისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს რა გზით გაკეთდება - სამხედრო თუ მშვიდობიანი მეთოდებით - მთავარია დაემხოს ბაშარ ასადი და მისი პროირანული კლანი.

იმის მიუხედავად, რომ ლიბია თურქეთიდან საკმაოდ შორს იმყოფება, რეჰეფ ერდოღანი იქაც კი ცდილობს შიდა კონფლიქტში ჩარევას. როგორც ლიბიის არმიის სამხედრო სარდლობა იტყობინება (იმ არმიის, რომლის ხელმძღვანელია ხალიფ ხაფტარი, მას სამხედრო განათლება საბჭოთა კავშირში აქვს მიღებული და მოსკოვი ლოიალურად მიიჩნევს), თურქი ჯარისკაცები ტრიპოლთან ბრძოლებში მონაწილეობენ მთავრობის მომხრე ძალებთან ერთად, ანუ ხალიფ ხაფტარის წინააღმდეგ. მოკლედ, რუსეთს სურს, რომ ლიბიის ხელისუფლებაში ხალიფი მოვიდეს, რომელიც მუამარ კადაფის ერთგული თანამებრძოლი იყო, თურქეთი კი ამ მიზნის განხორციელებას ხელს უშლის.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ანკარა სამხედრო დახმარებას უწევს აზერბაიჯანს და ყოველნაირად ბიძგს აძლევს ილჰამ ალიევს პრობლემის შეიარაღებული გზით გადაწყვეტაში. თურქეთის მხრიდან განხორციელებული სომხეთის ბლოკადა ასევე ხელს არ უწყობს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. მხოლოდ რუსეთი, მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში, ცდილობს, რომ არ დაუშვას კონფლიქტების ესკალაცია თავისი საზღვრების სიახლოვეს.

თურქეთი თავისი ინიციატივით და წინასწარგანზრახულად ითრევს აზერბაიჯანსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაში )გადაიარაღება ნატოს სტანდარტებით, ერთობლივი სამხედრო მანევრები, კადრების მომზადება და ა.შ.). თურქეთმა ასევე გააფორმა შეთანხმება უკრაინასთან სამხედრო-პოლიტიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, მხარს უჭერს კიევის პოზიციას ყირიმის საკითხში. რეჯეფ ერდოღანი პირადად გამოდის ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზთა დიასპორების ფორუმებზე სტამბოლში და მოუწოდებს რუსეთს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხარს უჭერს რუსეთიდან წასული ადამიანების სეპარატისტულ და ნაციონალისტურ მოძრაობებს.

ამრიგად, რეჯეფ ერდოღანი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთისათვის საკმაოდ არასაიმედო პარტნიორი აღმოჩნდა როგორც სირიის კონფლიქტში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების სხვა პრობლემების მოგვარებაში. თურქეთის ჯარების შეჭრამ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოფიციალური დამასკოსათვის ძლიერი ანტისამთავრობო ანკლავის შექმნა  გამოიწვია და როგორც შედეგი - ანკარის მოქმედებამ რუსეთის სამშვიდობო ინიციატივების ნიველირება მოახდინა. პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ასევე ცდილობს სპეკულირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობაზე, დასავლეთის სახელმწიფოებისაგან რაღაც ცალმხრივი პრეფერენციების მიღებისა და თურქეთში თავისი პირადი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით“.

 

http://nvo.ng.ru/realty/2019-08-09/5_1056_erdogan.html