გირაოს არ გადავიხდი - ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა

გირაოს არ გადავიხდი - ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა და ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

სასამართლომ გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.